იუსუფ ნურკიჩი ბრუკლინის წინააღმდეგ კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრას მართავდა, თუმცა ბოსნიელმა ცენტრმა მატჩის მეორე ოვერტაიმში უმძიმესი ტრავმა მიიღო. ნურკიჩმა ფეხი მოიტეხა და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დღეს კი კალათბურთელის მთავარმა ექიმმა განაცხადა, რომ ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა.
როგორც ირკვევა, მოტეხილობის შედეგად საბედნიეროდ არ დაზიანდა ნერვული ქსოვილები და კუნთოვანი მასა, რაც რეაბილიტაციის პროცესს ძალიან დააჩქარებს. მიუხედავად ამ დადებითი ინფორმაციისა, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს იუსუფ ნურკიჩი აქტიურ სპორტში დაბრუნებას.