პორტუგალიური გამოცემა - ქართველი მეკარე ბერუაშვილი „სპორტინგში“ ითამაშებს #1TVSPORT
პაპუნა ბერუაშვილი მომავალ სეზონში პორტუგალიურ გრანდს, ლისაბონის „სპორტინგს“ შეუერთდება – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა „ა ბოლა“ ავრცელებს.
„სპორტინგს“ მომავალ სეზონში ახალგაზრდა ქართველი 18 წლის მეკარე პაპუნა ბერუაშვილიც შეუერთდება. ჩვენი მონაცემებით, მეკარე, რომელიც „თბილისის დინამოს“ აკადემიაში ვარჯიშობდა, დიდი ხანია „ლომების“ სატრანსფერო სიაში იყო. ამის გამო ბერუაშვილმა ქართულ გუნდში თამაში ოფიციალურად წლის დასაწყისიდან შეწყვიტა“, – ამტკიცებს „ა ბოლა“.
პორტუში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიასთან 0:5 წააგო, ხოლო სლოვაკეთთან მეორე მატჩი 0:0 დაასრულა. ორივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კარში პაპუნა ბერუაშვილი იდგა.
პორტუგალიური გამოცემის ცნობით, ახალ კლუბთან აუცილებელი სატრანსფერო პრობლემები ქართველმა მეკარემ სწორედ პორტუგალიური ტურნირის მსვლელობის დროს მოაგვარა.
„პაპუნა ბერუაშვილმა ისარგებლა პორტუში ყოფნით, სადაც პორტუგალიასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო – ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ის „სპორტინგის“ აკადემიაში ზაფხულში გადავა, ხოლო საამისოდ საჭირო ყველა პროცედურა ახლა დაასრულა“.
პაპუნა ბერუიაშვილი „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიაში რამდენიმე წელია ვარჯიშობს, 2021 წლის დასაწყისში კი მთავარ გუნდში კახა ჩხეტიანმა დააწინაურა. რამდენიმე შეხვედრაში „დინამოს“ განაცხადში მოხვდა, მაგრამ მთავარ გუნდში ჯერ არ უთამაშია.