ავტორიტეტულმა პორტალმა „ბლიჩერ რეპორტმა“ (Bleacher Report) დათვალა, რამდენი კრიშტიანო რონალდოა პორტუგალიურ ფეხბურთში.
გაირკვა, რომ ასეთი 30 ფეხბურთელია და მათ შორის, ტურინის „იუვენტუსის“ ლიდერი ყველაზე უფროსია. დანარჩენი 29 კრიშტიანო მოგვიანებით დაიბადა და მათ ყველას სახელი ლეგენდარული ფორვარდის საპატივცემულოდ დაარქვეს.
მათ შორის ყველაზე უფროსია – კრიშტიანო რონალდო მორეირა სოუზაში. ის დაიბადა 2003 წლის თებერვალში – კრიშტიანოს „სპორტინგში“ დებიუტიდან ორი თვის შემდეგ. ბიჭის მამამ აღიარა, რომ სახელი ფეხბურთელის საპატივცემულოდ დაარქვა, თუმცა, თავად არ გახლავთ „სპორტინგის“ ფანი. მას, უბრალოდ, მოეწონა პერსპექტიული ბიჭის თამაში, რომელიც მაშინ 17 წლის იყო.
კრიშტიანოების უმეტესობა 2004 წელს დაიბადა, როცა 19 წლის კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახდა.