პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვთნელი აცხადებს, რომ რონალდო ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს
პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვთნელი აცხადებს, რომ რონალდო ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს

კრიშტიანო რონალდო უეფას ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ამის შესახებ პორტუგალიის ეროვნუნლი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო სანტოსმა განაცხადა.

2018 წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ იუვენტუსის 34 წლის ფორვარდმა ნაკრებში ექვსი მატჩი გამოტოვა, მათ შორის ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი, თუმცა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში მშობლიურ გუნდს ისევ დაუბრუნდა.

„თავისი ქვეყნის მიმართ მას განსაკუთრებული სიყვარული აქვს“, – ამბობს სანტოსი, რომელიც ნაკრების შემადგენლობას 23 მაისს დაასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ფინალური ეტაპი, რომელშიც მხოლოდ A დივიზიონის გუნდები იღებენ მონაწილეობას, 5-9 ივნისს პორტუგალიაში გაიმართება.

5 ივნისს, პირველ ნახევარფინალში, პორტუგალია შვეიცარიას დაუპირისპირდება, ხოლო 6 ივნისს – ჰოლანდია ინგლისს.

მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი 9 ივნისს გაიმართება, შესაბამისად გიმარაეშისა და პორტუს სტადიონებზე.