პორტუგალიის ნაკრების ფორვარდს მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT
პრემიერლიგის ბოლო ტურში „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება უსიამოვნოდ დასრულდა მერსისაიდელთა პორტუგალიელი ფორვარდისთვის დიოგო ჟოტასთვის.
თავდამსხმელმა ფეხის ტრავმა მიიღო, რომელიც საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა. ფეხბურთელს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება.
უახლოეს საათებში ჟოტა სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გაირკვევა დაზიანების ხარისხი.
მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს 20 ნოემბერს აიღებს.