პორტუგალიის გრან პრიზე სულამანიძემ ფინალში იაპონელი არაი ერთ წუთში დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პორტუგალიის გრან პრიზე ასპარეზობას განაგრძობს.
ილია სულამანიძემ (100კგ) ნახევარფინალში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ჩეხი ლუკაშ კრპალეკის ძლევის შემდეგ, ფინალში ერთ წუთში ორი ვაზარით იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
რამდენიმე წუთში ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი იჭიდავებს.
პორტუგალიის გრან პრიზე დღეს გამომსვლელმა კიდევ ოთხმა ძიუდოისტმა – ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ნიკა ხარაზიშვილმა (ორივე 90 კგ), ერეკლე ბაზიერიშვილმა (100კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100კგ) ტურნირი უმედლოდ დაასრულეს.