პორტუგალიელი ჟურნალისტი - კრიშტიანო დიქტატურის სასარგებლო იდიოტი გახდა #1TVSPORT
პორტუგალიელი ჟურნალისტი - კრიშტიანო დიქტატურის სასარგებლო იდიოტი გახდა #1TVSPORT

პორტუგალიელმა ჟურნალისტმა, ენრიკე რაპოზომ გააკრიტიკა ფორვარდი კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთში გადასვლის გამო. პორტუგალიელი დღეს „ალ-ნასრში“ თამაშობს.

„პრობლემა რონალდოდან იწყება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დიქტატურის სასარგებლო იდიოტი გახდა და გზა გაუხსნა სხვა მოთამაშეებს, რომლებიც ასევე გახდნენ იმ დიქტატურის სასარგებლო იდიოტები, რომელიც საკუთარი თავის დაკანონებას ცდილობს.

ოდნავ ნაღვლიანი სანახავია, როცა ფეხბურთელები, რომლებიც ვარსკვლავები და მთელი მსოფლიოს ბავშვებისთვის მისაბაძი მაგალითები არიან, დიქტატურის სასარგებლო იდიოტები ხდებიან“, – განუცხადა რაპოზომ გამოცემა A Bola-ს.

რონალდო „ალ-ნასრში“ 2022 წლის დეკემბრის ბოლოს გადავიდა და მისი კონტრაქტი 2025 წლამდეა ძალაში. გასულ სეზონში პორტუგალიელმა ამ კლუბში 16 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.