პორტუგალიელი ჟურნალისტი - ფედერაცია კრიშტიანოს ხელშია, მისთვის ყველაფერი ნებადართულია #1TVSPORT
პორტუგალიელი ჟურნალისტი - ფედერაცია კრიშტიანოს ხელშია, მისთვის ყველაფერი ნებადართულია #1TVSPORT

პორტუგალიის მედიის SIC 3-ის ჟურნალისტმა რუი სანტუშმა ფორვარდი კრიშტიანო რონალდო გააკრიტიკა სერბეთთან მატჩში (2:2) საქციელის გამო.

93-ე წუთზე რონალდოს დარტყმული ცარიელი კარიდან გამოიტანა სტეფან მიტროვიჩმა. ნიდერლანდელმა მთავარმა მსაჯმა დანი მაკელიმ და გვერდითმა არბიტრმა მიიჩნიეს, რომ იმ ეპიზოდში ბურთს არ გადაუკვეთავს კარის ხაზი, ამიტომაც გოლი არ დაფიქსირდა. „იუვენტუსის“ ფორვარდი არ დაელოდა საფინალო სასტვენს, მინდორი დატოვა და თან მოედანზე კაპიტნის სამკლავური დააგდო.

„ვიცით, რომ რონალდო ძალიან მნიშვნელოვანია პორტუგალიური ფეხბურთისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის. ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ კრიშტიანო – ჩვენი იმიჯი და რეპუტაციაცაა მსოფლიოში. მისი სტატუსი არ აძლევს საშუალებას გააკეთოს ისეთი რამ, რაც გააფუჭებს ჩვენს იმიჯს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. მას არ აქვს ამის უფლება, ნაკრების წინაშე დამსახურებების მიუხედავად.

როცა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ ფერნანდო სანტუში მიიწვია მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მას მაშინვე მიანიშნეს, რომ რონალდო იქნებოდა მთავარი ყველა საკითხში. ულაპარაკო ლიდერი, კაპიტანი და ავტორიტეტი, რომლის ხმას ყოველთვის გაითვალისწინებენ, თავად ის კი ხელშეუხებელი იქნებოდა. მაგრამ სხვა ფეხბურთელები თავიანთი მიღწევებით, არ მიიჩნევენ რონალდოს ლიდერად, უბრალოდ, ამის შესახებ არავინ ლაპარაკობს. ფედერაციისთვის მნიშვნელოვანი იყო მიეცა კრიშტიანოსთვის ეროვნული გუნდის ლიდერობა. მაგრამ ასეთი სტატუსის გადაცემით, ფედერაცია თავის ავტორიტეტს კარგავდა. როცა ფედერაცია მთავარ მწვრთნელად ფერნანდო სანტუშს ნიშნავდა, ის კარგად აცნობიერებდა, რომ კრიშტიანოს ყველაფერი ნებადართული ექნებოდა. როცა რაღაც მსგავსი ხდება, რასაც ბელგრადში ჰქონდა ადგილი, რთული მისახვედრი არ არის, რომ ფედერაციას არ გააჩნია თავისი სიტყვა და ავტორიტეტი.

ფედერაცია ეროვნული გუნდის ხელოვნური ლიდერის კრიშტიანოს ხელშია. ფედერაციის პრეზიდენტი – არ არის ავტორიტეტი და ლიდერი, მას არად აგდებენ, ყველაფერი რონალდოს გარემოცვის ხელშია. ის ამოძრავებს მთელს პორტუგალიურ ფეხბურთს, ის ყველაფერია. ცხადია, რომ კაპიტნის სამკლავურის მინდორზე დანარცხება მიუღებელი საქციელია, მაგრამ ვინმეს შეუძლია რონალდოს შეეწინააღმდეგოს? ყველას ურჩევნია დუმილი შეინარჩუნოს და კრიშტიანოზე დამოკიდებული იყოს.

პორტუგალიაში ორი ბანაკი არსებობს. უმეტესობას მიაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა ყველაფრის რონალდოსთვის გადაცემა. მაგრამ მეორე მხარე ფიქრობს, რომ კრიშტიანოს სტატუსი არ აძლევს უფლებას გააკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება. მაგრამ ბევრს ეგონა, რომ სერბეთთან მატჩის შემდეგ, რონალდო გულშემატკივრებს არა მხოლოდ „ინსტაგრამის“ მეშვეობით მიმართავდა. მას შეეძლო მოეწვია პრესკონფერენცია და ეთქვა მთელი პორტუგალიისთვის: „ბოდიშს ვიხდი ჩემი ემოციებისთვის. შეცდომა დავუშვი და არასწორად მოვიქეცი“ კრიშტიანო ასე რომ მოქცეულიყო, ის ყველანაირ კამათს მოუღებდა ბოლოს და საკითხი დაიხურებოდა“, – თქვა სანტუშმა.