პორტუგალიამ ალჟირს დიდი ანგარიშით მოუგო, რონალდუმ საგოლე პასი შეასრულა
პორტუგალიამ ალჟირს დიდი ანგარიშით მოუგო, რონალდუმ საგოლე პასი შეასრულა

პორტუგალიის ნაკრები კარგი განწყობით მიემგზავრება რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე. ლისაბონში, “და ლუჟის” სტადიონზე 53 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე პორტუგალიამ 3:0 გაანადგურა ამხანაგურ მატჩში ალჟირის ნაკრები.

მატჩის გმირი გახდა “ვალენსიას” ფორვარდი გონსალო გედეში, რომელმაც მე-17 და 55-ე წუთებზე ბერნარდო სილვასა და რაფაელ გერეიროს პასებით დუბლი შეასრულა.
ძირითად შემადგენლობაში იყო კრიშტიანუ რონალდუ, რომლის საგოლე პასითაც 37-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა.

პორტუგალიამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
რუი პატრისიო – სოარეში, პეპე, ბრუნო ალვეში (ჟოზე ფონტე, 57), რაფაელ გერეირო (რუი, 57) – ბერნარდო სილვა (ადრიენ სილვა, 64), ჟოაო მოუტინიო (ჟოაო მარიო, 75), ვილიამ კარვალიო (კუარეშმა, 64), ბრუნო ფერნანდეში – გედეში, კრიშტიანუ რონალდუ (ანდრე სილვა, 74).