პორტუგალია-ხორვატიის მატჩისას კრიშტიანო რონალდოს უსაფრთხოების წესის დაცვა მოსთხოვეს (ვიდეო)
პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ერთა ლიგის მატჩს ხორვატიის წინააღმდეგ ტრიბუნებიდან უყურებდა და უეფას მიერ დაწესებული პროტოკოლი დაარღვია.
ვიდეოში მოხვდა მომენტი, თუ როგორ მივიდა 35 წლის ფეხბურთელთან მატჩის ოფიციალური წარმომადგენელი და პირბადის გაკეთება მოთხოვა. რონალდოს წინააღმდეგობა არ გაუწევია და მოთხოვნა შეასრულა.
„იუვენტუსი“ ფორვარდი სანაკრებო შეხვედრას ფეხის დაზიანების გამო ტოვებდა – ფუტკრის ნაკბენის გამო, ინფექცია განუვითარდა.
კაპიტნის არყოფნის მიუხედავად, პორტუგალიამ 4:1 მოიგო.