ერთა ლიგის პირველი გათამაშების ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები გახდა. ფერნანდუ სანტუშის გუნდმა პორტუში გამართულ ფინალში ანგარიშით 1:0 დაამარცხა ჰოლანდიის ნაკრები.
მასპინძლებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ. დარტყმების შეფარდება იყო 19/5, ზუსტი დარტყმების – 7/1. ჰოლანდიელებმა შეძლეს კრიშტიანუ რონალდუს ნეიტრალიზება, მაგრამ სხვა პორტუგალიელები გამოიყურებოდნენ კარგად. მაგალითად, „მანჩესტერ სიტის“ შემტევი ბერნარდუ სილვა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. სწორედ მისი შედეგიანი გადაცემის შედეგად გაიტანა ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე გონსალო გედეშმა.
ამ მოგებით პორტუგალიამ 10 მილიონი ევრო დაიმსახურა.
კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 31-ე ტიტული მოიგო. შედარებისთვის, ლიონელ მესის 34 გამარჯვება აქვს.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
პორტუგალია: რუი პატრისიო – სემედუ, ფონტე, დიაში, გერეირო – ბრუნო ფერნანდეში (81. მოუტინიო), დანილო პერეირა, კარვალიო (90. ნევეში) – ბერნარდო სილვა, რონალდო, გედეში (75. რაფა სილვა)
ჰოლანდია: სილესენი – დუმფრისი, დე ლიგტი, ვან დეიკი, ბლინდი – დე როონი (81. ლ. დე იონგი), ფ. დე იონგი, ვეინალდუმი – ბერგვიინი (60. ვან დე ბეეკი), დეპაი, ბაბელი (46. პრომესი)