პორტლენდთან მეორე მატჩში განცდილი მარცხისთვის რას ვესტბრუკმა საკუთარი თავი დაადანაშაულა
პორტლენდთან მეორე მატჩში განცდილი მარცხისთვის რას ვესტბრუკმა საკუთარი თავი დაადანაშაულა
ოკლაჰომასთვის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეიოფი წარუმატებლად დაიწყო. ბილი დონოვანის გუნდმა პორტლენდთან პირველი რაუნდის ორი მატჩი წააგო. მეორე შეხვედრა ტრეილბლეიზერსმა მეტოქეს 114-94 მოუგო და სერიაში 2-0 დაწინაურდა.
მატჩის შემდგომ მიცემულ ინტერვიუში ოკლაჰომელთა გამთამაშებელმა და ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ ვესტბრუკმა განაცხადა:
„დავიწყებ პირველ რიგში ჩემი თავით. აუცილებლად მმართებს უკეთ თამაში. დღევანდელ წაგებას ჩემს თავზე ვიღებ, რადგან როგორც ვთამაშობდი, ეს დაუშვებელია. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად ვითამაშებ უკეთ, აქედან გამომდინარე არ ვნერვიულობ“.
ვესტრბუკი პორტლენდთან სერიაში საშუალოდ 19 ქულას, 10.5 პასს და 9.5 მოხსნას აგროვებს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ რასი შეხვედრაში საშუალოდ ხუთჯერ კარგავს ბურთს და მხოლოდ 36.1 პროცენტიანი სიზუსტით ასრულებს ტყორცნებს.
სერიის მესამე შეხვედრა ოკლაჰომაში 20 აპრილს, თბილისის დროით 05:30 წუთზე დაიწყება.