დენვერში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური ეტაპის რიგით მეორე მატჩი გაიმართა. პორტლენდმა პირველი შეხვედრის წაგების შემდეგ, ნაგეთსის დამარცხება სტუმრად მაინც შეძლო და მოედნის უპირატესობა მოიპოვა.
ტრეილბლეიზერსის რიგებში საუკეთესო 20 ქულით სი ჯეი მაკკალუმი გამოდგა. დემიენ ლილარდის ანგარიშზე 14 ქულა იყო. ამინუმ 11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. დენვერელთა შორის კი 16 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო. 15 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს ჯამალ მიურეიმ. 14 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა პოლ მილსეპს, თუმცა ეს გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ გამოდგა.
სერიის რიგით მესამე შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის თბილისის დროით 4 მაისს, 06:30 საათზე გაიმართება.