პორტლენდის მეორე საშინაო გამარჯვება ოკლაჰომასთან, დენვერმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა
12:41, 17.04.2019
დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფში ორივე საშინაო მატჩის მოგება შესძლო პორტლენდმა. „ტრეილ ბლეიზერსმა“ ამჯერად 20-ქულიანი სხვაობით დაამარცხა ოკლაჰომა „სითი თანდერი“ და სერიაში 2-0 დაწინაურდა. „მოდა ცენტრში“ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მეორე ნახევარში კი მასპინძლები დომინირებდნენ და უპირეტესობას მეთოდურათ ავითარებდნენ. საბოლოოდ 114-94 ორეგონელთა სასარგებლოდ. გამარჯვებულთა შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, ლილიარდი-მაკკალუმის წყვილი გამოირჩა. უკანახაზელებმა ჯამში 62 ქულა მოაგროვეს. სტუმართა რიგებში, 27 ქულით და რვა მოხსნით, პოლ ჯორჯი იყო საუკეთესო. რასელ ვესტბრუკს სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. (14 ქულა 11 პასი 9 მოხსნა) პორტლენდი ოკლაჰომაში კომფორტული ჰანდიკაპით ჩადის და სტუმრად თუნდაც ერთი გამარჯვების შემთხვევაში სერიოზულ ნაბიჯს გადადგამს ნახევარფინალისკენ.
დენვერ „ნაგეტსმა“ პირველი საშინაო მარცხის შემდეგ დღეს დილით საკუთარ „პეპსი ცეტრში“ სან-ანტონიოსთან საერთო სერიაში ანგარიში გაათანაბრა. კოლორადაოელებმა ბოლო მეოთხედში გატეხეს მეტოქე (39-23) და 114-105 გაიმარჯვეს. „ნაგეტსს“ ჯამალ მიურეიმ ულიდერა. კანადელმა უკანახაზელმ, 24 ქულა გააკეთა. კვლავ დამაჯერებელი იყო ნიკოლა იოკიჩი. სერბმა ცენტრმა 21 ქულა, 13 მოხსნა და რვა პასი მიითვალა. „სფერსის“ შემადგენლობაში დემარ დე როუზენი იყო საუკეთესო 31 ქულით და შვიდი მოხსნით. სერია ტეხასში გადაინაცვლებს და მოდმევნო ორი დაპირისპირება სან-ანტონიოს „ეი თი ენდ თი ცენტრში“ შედგება. დღესვე აღმოსავლეთ კონფერენციაში ტორონტო „რეპტორსმა“ ორლანდო „მეჯიქი“ უშანსოდ, ანგარიშით 111-82 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.