ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ხუთი მატჩი გაიმართა. ყველაზე საინტერესო და დაძაბული, „მოდა ცენტრში“ ჩატარებული შეხვედრა გამოდგა, სადაც პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსმა“ სან ანტონიო „სფერსს“ უმასპინძლა.
მთელი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ლიდერი არაერთხელ შეიცვალა, მაგრამ სოლიდური სხვაობით დაწინაურებას ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა. თამაშის კულმინაცია, უკანასკნელ წამებზე დაფიქსირდა, როდესაც სიჯეი მაკკალუმმა გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო და თავის გუნდს 111-110 მოაგებინა. საბოლოოდ მაკკალუმი 25 ქულით, 7 პასით და 5 მოხსნით, პორტლენდელთა შორის, საუკეთესო გახლდათ.
სან ანტონიოს რიგებში, 30 ქულა და 14 მოხსნა, ლამარკუს ოლდრიჯმა მოაგროვა. საგულისხმოა, რომ შეხვედრა გამოტოვა კავაი ლეონარდმა, რომელმაც “ფენიქს სანსთან” მხრის ტრავმა მიიღო.
ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა, ასე დასრულდა:
მაიამი-იუტა 103-102
ლეიკერსი-ატლანტა 132-113
დალასი-ნიუ იორკი 96-100
ფინიქსი-ოკლაჰომა 114-100