შეიძლება ითქვას, რომ „დენვერ ნაგეთსი“ NBA-ს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზია. 31 ჩატარებული შეხვედრიდან „ნაგეთსმა“ 21 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის ცხრილის ზედა ნაწილში, მოქმედი ჩემპიონის, „გოლდენ სტეიტის“ შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება. გარდა ამისა დენვერელებს შემადგენლობაში, ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ცენტრი ჰყავთ. სერბი ვუნდერკინდი ნიკოლა იოკიჩი უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა და კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს.
იოკიჩი და „დენვერი“ რეგულარულის ბოლო ტურში „სან ანტონიოს“, ტეხასში დაუპირისპირდნენ და 8 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. „სპურსის“ მთავარ მწვრთნელ, ლეგენდარულ გრეგ პოპოვიჩს ნიკოლო იოკიჩთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს – „მას აქვს ყევლა თვისება რომ ლიგაში ყველაზე ჭკვიან მოთამაშედ ჩამოყალიბდეს. მას აქვს ამის ნიჭი და იოკიჩმა იცის თუ როგორ გამოიყენოს ეს“.