პოპოვიჩი ავსტრალიელებს მიმართავს - უფრთხილდით „ჯეთსის“ თავდამსხმელ მიქელთაძეს #1TVSPORT
„მელბურნ ვიქტორიას“ მწვრთნელი ტონი პოპოვიჩი მიიჩნევს, რომ ავსტრალიის A-ლიგაში წელს უძლიერესი შემადგენლობა და ყველაზე მომზადებული მოთამაშეები ეყოლებათ. ის მაგალითად „ნიუკასლ ჯეთსის“ ვარსკვლავს, ბექა მიქელთაძეს ასახელებს, რომელმაც სეზონის პირველივე შეხვედრაში გუნდს გამარჯვება მოუტანა. ამის შესახებ გამოცემა newcastleherald წერს.
„ტონი პოპოვიჩი ამბობს, რომ მეტოქეები უნდა უფრთხილდნენ ფეხბურთელს, რომელიც თავის წინა კლუბში, ბერძნულ „დოქსაში“ აიყვანa. „ნიუკასლ ჯეთსის“ 24 წლის ქართველი თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე მოულოდნელად ჩავიდა ავსტრალიაში, მაგრამ სწრაფად დამკვიდრდა და გუნდის ბომბარდირი გახდა.
პოპოვიჩს არ სჭირდებოდა მისი სტატისტიკის შემოწმება, ფეხბურთელის დონე რომ გაეგო, რადგან მიქელთაძე საბერძნეთში, „ქსანტიში“ მიიყვანა ერთი თვით ადრე, სანამ გუნდს დატოვებდა.
„მე მას ვიცნობ საბერძნეთიდან, რადგან „ქსანტიში“ კონტრაქტი ჩემს გამგზავრებამდე გააფორმა. ამ ბიჭს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ნიჭიერი მოთამაშეა… სწრაფი, სულით სპორტსმენი ახალგაზრდაა. დარწმუნებული ვარ, ის უფრო და უფრო უკეთესად ითამაშებს, – განაცხადა პოპოვიჩმა. მიქელთაძეს არ უთამაშია პოპოვიჩის ხელმძღვანელობით, მაგრამ საბოლოოდ გახდა მთავარი გუნდის წევრი. თუმცა, „ქსანტიმ“ ვერ შეძლო საბერძნეთის უმაღლეს დივიზონში გადასვლა. ამ დროს, „ქსანტიში“ პოპოვიჩის ერთ-ერთი თანაშემწე, არტურ დილესი, „ნიუკასლ ჯეთს“ მას შემდეგ შეუერთდა, რაც პოპოვიჩი გაათავისუფლეს და ის დამაკავშირებელი რგოლი აღმოჩნდა, რომელმაც ქართველის A-ლიგაში წამოყვანაზე დაითანხმა“, – ვკითხულობთ გამოცემა newcastleherald გამოქვეყნებულ წერილში.