პოპოვიჩი 1200 მოგებამდე ავიდა
პოპოვიჩი 1200 მოგებამდე ავიდა

„სან ანტონიოს“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა „ლეიკერსის“ დამარცხების შემდეგ, კარიერაში 1200-ე გამარჯვება მოიპოვა.

პოპოვიჩი მხოლოდ მეხუთე მწვრთნელია ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. მას მხოლოდ – დონ ნელსონი (1335), ლენი უილკენსი (1332), ჯერი სლოანი (1221) და პატ რაილი (1210) უსწრებენ.

დიდი ალბათობით, სლოანსა და რაილის პოპოვიჩი ამ სეზონშივე გაუსწრებს.