პოლონური სკანდალი ქართველების გუნდების მონაწილეობით - „ლეხმა“ „კრაკოვიას“ მოგებისთვის პრემია გადაუხადა #1TVSPORT
პოლონური სკანდალი ქართველების გუნდების მონაწილეობით - „ლეხმა“ „კრაკოვიას“ მოგებისთვის პრემია გადაუხადა #1TVSPORT

ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიას“ ფრე პოლონეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში ჩასტოხოვასრაკუვთან“ (სადაც ვაკო გვილია და ლუკა გაგნიძე თამაშობენ) ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი გამოდგა.

კრაკოვიამ“ სენსაციურად წაართვა ქულები ფავორიტს (1:1), რომელმაც პოლონეთის ჩემპიონატისთვის იბრძოდა, სამაგიეროდ, საქმე გაუადვილა ნიკა კვეკვესკირის პოზნანისლეხს“. პოლონური გამოცემა sport.tvp ამტკიცებს, რომ პოზნანელებმაკრაკოვიას“ კონკურენტთან ბრძოლისთვის პრემიები გადაუხადეს.

„კონკურენტის ჩაგდებული თამაშით „ლეხმა“ ისარგებლა და ორი ტურით ადრე პირველ ადგილზე დაწინაურდა. მედიამ მოიპოვა ინფორმაცია სავარაუდო წამახალისებელი პრემიის შესახებ, რომელსაც პოზნანის გუნდი „კრაკოვიას“ ფეხბურთელებს შეპირდა. გასანაწილებელი ბონუსის ჯამური ოდენობა 1 მილიონი პოლონური ზლოტი იყო (დაახლოებიოთ, 222 ათასი დოლარი). წესები პირდაპირ არ კრძალავს ამ ტიპის წახალისებას. ექსტრაკლასის ეთიკის კომიტეტის წარმომადგენელმა იჟი კოსტორციმ თქვა, რომ საერთოდ არ არსებობს კანონი, რომელიც ასეთ მოტივაციას კრძალავს, მაგრამ თვლის, რომ ეს ეთიკური არ იყო“, – წერს გამოცემა.

მომხდარზე Weszło.com-ის ჟურნალისტი, მაცეი ვოსნოვსკიც წერს.

„მსგავს საქციელს საფეხბურთო პროფკავშირების წარმომადგენელი მარკინ ილკოვი არ იწონებს: მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი თქვა კომენტარზე.. თუმცა, ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ, რადგან ეს ტაბუდადებული თემა არ უნდა გახდეს. ყველამ იცის, რომ რაღაც ხდება, მაგრამ დაკონკრეტება არავის სურს“.