პოლონური პრესა - ზარანდიას ბელგიაში იწვევენ, ტრანსფერს 750 ათასი ევრო დასჭირდება
პოლონური პრესა - ზარანდიას ბელგიაში იწვევენ, ტრანსფერს 750 ათასი ევრო დასჭირდება
შესაძლოა, ლუკა ზარანდიამ 2019/2020 სეზონის დაწყებამდე გდინიას „არკა“ დატოვოს – ინფორმაციას პოლონური გამოცემა trojmiasto.pl ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ „არკას“ ქართველ თავდამსხმელს საინტერესო შემოთავაზებები გააჩნია.
„მომდევნო სატრანსფერო „ფანჯარა“ ლუკა ზარანდიასთვის საინტერესო იქნება. გუნდმა ზამთარში მისი ტრანსფერის გაყიდვაზე უარი თქვა, მაგრამ ზაფხულში გდინიელებს შეუძლიათ, ბიუჯეტი შეავსონ. 23 წლის თავდამსხმელს ევროპული კლუბები აკვირდებიან, განსაკუთრებით – ბელგიური კლუბები. ცნობილია, რომ მისი ხელშეკრულების საფასური 750,000 ევროს შეადგენს. ფლანგის შემტევი თბილისის „ლოკომოტივიდან“ 2016 წელს ბელგიურ „გენტში“ სწორედ ამ თანხის საფასურად ჩაირიცხა” – წერს trojmiasto.pl.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 2016 წლის ზაფხულში ბელგიურმა „გენტში“ თბილისის „ლოკომოტივიდან“ გადავიდა, ხოლო “არკაში” 2017 წელს ჩაირიცხა.