პოლონური გამოცემა - „შტუტგარტი“ ოთარ კაკაბაძით დაინტერესდა #1TVSPORT
შესაძლოა, ოთარ კაკაბაძე პოლონური „კრაკოვიადან“ ბუნდესლიგის „შტუტგარტში“ გადავიდეს – ინფორმაცია პოლონური გამოცემა Meczyki-მ გაავრცელა.
წერილში – „მოულოდნელი გადასვლა ბუნდესლიგაში, „კრაკოვიას“ მოთამაშე „შტუტგარტის“ სამიზნეშია“, წერია, რომ პოლონეთის ექსტრაკლასადან ბუნდესლიგაში საქართველოს ნაკრების მცველის გადასვლაზე ცნობილი ჟურნალისტი ტომაშ ვლოდარჩიკი ალაპარაკდა.
„ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიას“ სეზონის დაწყებამდე შეუერთდა. ქართველმა გუნდის შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეძლებს თუ არა ის პოლონეთის ლიგაში მომავალ სეზონში სტატისტიკის გაუმჯობესებას? ალბათ არა, რადგან კაკაბაძის ინტერესს ბუნდესლიგის წარმომადგენელი „შტუტგარტი“ გამოხატავს. ამ ყველაფერზე ტომაშ ვლოდარჩიკმა ჩვენი YouTube არხის გადაცემა სატრანსფერო ფანჯარაში ისაუბრა“, – წერს გამოცემა.
Meczyki ტომაშ ვლოდარჩიკის სიტყვებს იშველიებს:
„ეს ნამდვილი შოკია. რამდენიმე დღის წინ ოთარ კაკაბაძის მიმართ ინტერესი გამოხატა „შტუტგარტიმა“, რომელიც ბუნდესლიგის სერიოზული კლუბია. მანამდე მისი სახელი დაუკავშირეს ამერიკულ „დალასს“. მომავალ სეზონში კაკაბაძეს გაცილებით დიდ გუნდში ვიხილავთ“.