პოლონური გამოცემა - ბათუმის „დინამოსთან“ „ლეხი“ ფავორიტი არ არის #1TVSPORT
პოლონური გამოცემა - ბათუმის „დინამოსთან“ „ლეხი“ ფავორიტი არ არის #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოზნანისლეხის“ და ბათუმის „დინამოსთან“ მოახლოებულ მატჩზე პოლონურ მედიაში საინტერესო წერილები გამოქვეყნდა, რომლებშიც პოლონურ გუნდში არსებულ პრობლემებია ასახული.

 

სპორტოვე ფაქტი“

პოზნანისლეხის“ სატრანსფერო სიახლეები ამ დროისთვის მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ საწვრთნელი შტაბის მხრიდან შემდგომი გაძლიერების მოთხოვნა არ იქნება. ამას მოწმობს ჯონ ვან დენ ბრომის სიტყვები. ახალწვეულები არიან აფონსო სოუზა (ბელენენშედან), გიორგი წიტაიშვილი (კრაკოვის ვისლა) და არტურ რუდკო (პაფოსი). პოლონეთის ჩემპიონი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით ჯერჯერობით არ აღგვაფრთოვანებს და ბევრის აზრით, ეს დაგვიანება იმას შედეგია, რომ „ყარაბაღთან“ წააგო. მოლაპარაკებები მიმდინარეობს გლივიცესპიასტდანდამიან კეძიორას დამატებაზე. ასევე ეძებენ სხვა პოზიციის მოთამაშეებს. მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი უკვე დაკარგულია“.

 

ფუტბოლნიუსი

ლეხი“ ბათუმის „დინამოსთან“ ფავორიტია?

პოლონეთის ჩემპიონმა სეზონის კარგად ვერ დაიწყო. ამ დროისთვის, როგორც ჩანს, ბათუმის „დინამოსთან“ მატჩში „ლეხი“ ფავორიტი არ არის. ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგას პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა, მაგრამ ეს დამატებით დროის ბოლო წუთზე მოხდა.

და რატომ არ შეიძლება „ლეხი“ დარწმუნებული იყოს საკუთარ თავში? ჩვენ ვხედავთ მინიმუმ რამდენიმე მიზეზს. ჯერ ერთი, ჯონ ვან დენ ბრომის ფეხბურთელები სრულიად განადგურებულად გამოიყურებიან, რაც საუკეთესოდ გამოჩნდა შაბათს, პოლონეთის ჩემპიონატის მატჩში „სტალთან“, რომელმაც 2:0 მოიგო. მეორეც, ნიდერლანდელ მწვრთნელს ბევრი საკადრო პრობლემა აქვს. არის ფაქტი იმისა, რომ მის განკარგულებაში არც ანტონიო მილიცია იქნება და ბარტოშ სალამონიც კვლავ ტრავმირებულია. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მაქსიმილიან პინგოტს თავიდანვე თამაშის შანსი ექნება.

ასევე, არ იქნებიან ადრიელ ბა ლუა, შესაძლოა რადოსლავ მურავსკი და ალან ჩერვინსკი. ბოლო ორმა ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრამდე ვერ ივარჯიშა. ამრიგად, პირველ შემადგენლობაში ნიკა კვეკევსკირი ან აფონსო სოუზა უნდა მოხვდნენ.

პოლონეთის ჩემპიონში ისეთი ატმოსფეროა, რომ გასვლის შანსები უფრო 50/50-ზე უნდა შეფასდეს. უფრო მეტიც, ბათუმის „დინამოს“ შეიძლება არ ჰყავდეს ისეთი ხარისხიანი მოთამაშეები, როგორიც „ყარაბაღს“, მაგრამ ეს საკმაოდ კარგი დონის გუნდია. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, კიდევ ერთი წარუმატებლობის შემთხვევაში, „ლეხში“ როგორი საშინელი განწყობები დაისადგურებს“.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი პოზნანისლეხსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის ხუთშაბათს 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.