პოლონურ ტურში ზარანდია გამოარჩიეს
პოლონურ ტურში ზარანდია გამოარჩიეს

„ექსტრაკლასას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მე-7 ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა – გასული უქმეების 11 რჩეულში გდინიას „არკას“ თავდამსხმელი ლუკა ზარანდიაც მოხვდა.

ქართველმა თავდამსხმელმა მე-7 ტურში სოსნოვეცის „ზაგლებიესთან“ გოლი გაიტანა და ზოგადად, მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ზარანდიამ საერთაშორისო სტატისტიკური პროგრამა „ინსტატ-ინდექსის“ პროგრამით ამ შეხვედრაში 315 ქულა დააგროვა, რაც ექსტრაკლასას მე-7 ტურში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

ზარანდია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანია – 22 წლის ფორვარდი გია ცეცაძის გაწვრთნილებს ლიეტუვაში შეუერთდება, სადაც საქართველოს ნაკრებს 7 სექტემბერს ევროშესარჩევ ციკლის შეხვედრა ელის, ხოლო 11 სექტემბერს ასევე სტუმრად, ამხანაგურ მატჩში – მალტასთან..