პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
პოლონური მედიის ცნობით, ინციდენტი ლიპნიცის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მოკლული 24 წლისაა.
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 38 წლის მამაკაცი დაშავებულია.
ჟურნალისტების ცნობით, ჩხუბი ლიპნიცაში მცხოვრებ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა.
ინციდენტის მონაწილეებმა ცივი იარაღი გამოიყენეს.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.