პოლონეთში ქართველები ჩემპიონობისთვის იბრძვიან - სამეულიდან მხოლოდ გვილიამ ითამაშა #1TVSPORT
პოლონეთის ექსტრაკლასაში 29-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შედეგებმაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა უაღრესად დაძაბა, ოქროს მედლების მოპოვების რეალური შანსი კი სამი ქართველის გუნდს აქვს.
პოზნანის „ლეხმა“ გასვლაზე ურთულესი შეხვედრა ჩაატარა პლოცკის „ვისლასთან“, რომელსაც ესტუმრა და პირველ ტაიმში გატანილი გოლით 1:0 მოიგო. ნიკა კვეკვესკირი პოზნანური გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.
ასევე გასვლაზე მოიგო ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ჩენსტოხოვას „რაკუვმა“, რომელიც ნიეჩიეცას „ტერმალიცას“ ესტუმრა და 0:3 დაამარცხა. ვაკო გვილია სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. განაცხადში იყო რუსეთიდან მარტში წამოსული ლუკა გაგნიძეც, მაგრამ 18 წლის ნახევარმცველს არ უთამაშია.
ორშაბათს, 18 აპრილს ქართველების კიდევ ორი გუნდი ითამაშებს – ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „ზაგლებს“ უმასპინძლებს, ხოლო გიორგი წიტაიშვილის კრაკოვის „ვისლა“ ვროცლავის „შლიონსკს“ ესტუმრება.
27 ტურის შემდეგ სამი გუნდი ლიდერობს – კვეკვესკირის „ლეხი“, გვილიას „რაკუვი“ და „პოგონი“.