პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ქვეყანას სურს 2036 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარება.
„მინდა, განვაცხადო, რომ პოლონეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობასთან, სპორტისა და ტურიზმის მინისტრთან და მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, ჩვენი ამბიცია და გეგმაა, დავიწყოთ ბრძოლა 2036 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის“, – განაცხადა დუდამ.
ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ 2036 წლის ოლიმპიადის ჩატარება სურთ ინდონეზიას, მექსიკასა და ინდოეთს.
უახლოესი ოლიმპიური თამაშები 2024 წელს პარიზში გაიმართება, 2028 წელს ოლიმპიადის მასპინძელი იქნება ლოს ანჯელესი, 2032 წელს – ბრისბენი.