პოლონეთის საფეხბურთო კავშირმა ფიფა-ს მიმართა მოსკოვში გასამართ პლეი ოფის მატჩთან დაკავშირებით #1TVSPORT
პოლონეთის საფეხბურთო კავშირმა ფიფა-ს მიმართა მოსკოვში გასამართ პლეი ოფის მატჩთან დაკავშირებით #1TVSPORT

პოლონეთის საფეხბურთო კავშირმა (PZPN) ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ფიფა) მიმართა იმ საკითხების გასარკვევად, რომელიც უკავშირდება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩის ორგანიზებას მოსკოვში რუსეთისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის.

უფრო ადრე პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა კამილ ბორტნიჩუკმა მოუწოდა საერთაშორისო ფედერაციას ნეიტრალურ მოედანზე გადაიტანოს 24 მარტს გასამართი შეხვედრა.

„უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარების, აგრეთვე შესაძლო ესკალაციისა და შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების გამო, პოლონეთის საფეხბურთო კავშირმა მიმართა ფიფა-ს თხოვნით – სასწრაფოდ გაარკვიოს საკითხები 2022 წლის 24 მარტს მოსკოვში გასამართი მატჩის ორგანიზებაზე, რომელშიც რუსეთი და პოლონეთი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.

აუცილებელია ხაზის გასმა, რომ პოლონეთის საფეხბურთო კავშირის, როგორც სპორტული ორგანიზაციის როლი იმაში მდგომარეობს, რომ უზრუნველყოს პოლონელი ფეხბურთელებისთვის ოპტიმალური პირობები საერთაშორისო მატჩებისთვის მოსამზადებლად და ჩასატარებლად.

პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციების შემოღება სახელმწიფო სათავრობო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმეა. მაგრამ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით პოტენციური საფრთხეების გაცნობიერებისას, ჩვენ ველოდებით მსოფლიო ფედერაციის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას“, – წერია პოლონეთის საფეხბურთო კავშირის განცხადებაში.