პოლონეთის პრეზიდენტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობას აპირებს #1TVSPORT
პოლონეთის მოქმედ პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას სერიოზული გეგმები აქვს სპორტთან დაკავშირებით საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ.
კერძოდ, დუდა აპირებს, იბრძოლოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტისთვის. ეს ინფორმაცია გაამხილა პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ კვასნევსკიმ.
აღვნიშნავთ, რომ დუდას უფლებამოსილება პოლონეთის პრეზიდენტის პოსტზე 2025 წელს იწურება. იმავე წელს გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები. ორგანიზაციის მოქმედმა ხელმძღვანელმა, თომას ბახმა უკვე გამოაცხადა, რომ დატოვებს პოსტს.
ცნობისთვის, პოლონეთმა ცხრა მედლით დაასრულა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა, აქედან ერთი იყო ოქროსი.