პოლონეთის ნაკრების თავკაცს კორონავირუსი აღმოაჩნდა
პოლონეთის ნაკრების თავკაცს კორონავირუსი აღმოაჩნდა

პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იეჟი ბჟეჩეკი კორონავირუსით დაავადდა.

„პოლონეთის ნაკრების მწვრთნელის იეჟი ბჟეჩეკის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა“, – წერია პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

პოლონელთა ეროვნულ გუნდს ოქტომბერში ერთა ლიგის მორიგი ორი შეხვედრა ელოდება – 11 ოქტომბერს იტალიასთან და 14 ოქტომბერს ბოსნიასთან.