პოლონეთის ნაკრების მწვრთნელმა ევრო 2024-ისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიხალ პრობიერჟმა მოახლოებული ევრო 2024-ისთვის გუნდის გაფართოებული, 29-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
პოლონელები უეფა-ს საბოლოო განაცხადს მოგვიანებით წარუდგენენ, ამისთვის მათ დრო 7 ივნისამდე აქვთ.
ევროპის ჩემპიონატზე პრობიერჟის გუნდი D ჯგუფში საფრანგეთთან, ნიდერლანდებსა და ავსტრიასთან ერთად ითამაშებს.
პოლონეთის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი), მარჩინ ბულკა (ნიცა), ოლივერ ზიხი (პუშჩჟა), ლუკაშ სკორუპსკი (ბოლონია).
მცველები: იან ბედნარეკი (საუთჰემპტონი), ბარტოშ ბერეშინსკი (ემპოლი), პაველ ბოხნიევიჩი (ჰერენვენი), იაკუბ კივიორი (არსენალი), ბარტოშ სალამონი (ლეხი), ტიმოტეუშ (პუხაში (კაიზერსლაუტერნი), პაველ დავიდოვიჩი (ვერონა), სებასტიან ვალუკიევიჩი (ემპოლი).
ნახევარმცველები: პრჟემისლავ ფრანკოვსკი (ლანსი), კამილ გროშიჩკი (პოგონი), იაკუბ მოდერი (ბრაიტონი), ტარაშ რომანჩუკი (იაგელონია), დამიან შიმანსკი (აეკ), მიხალ სკორაში (ბრიუგე), ნიკოლა ჟალევსკი (რომა), იაკუბ პიოტროვკი (ლუდოგორეცი), ბარტოშ სლიჟი (ატლანტა), სებასტიან შიმანსკი (ფენერბაჰჩე), კაჩპერ უბრანსკი (ბოლონია), პიოტრ ჟიელინსკი (ნაპოლი).
თავდამსხმელები: ადამ ბუკსა (ანტალიასპორი), არკადიუშ მილიკი (იუვენტუსი), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), კრშიშტოფ პიონტეკი (ბაშაკშეჰირი), კამილ სვიდერსკი (ვერონა).