პოლონეთის ჩემპიონატი - კაკაბაძე დისკვალიფიცირებულია, გიორბელიძე - ტრავმირებული, მხოლოდ გაფრინდაშვილმა ითამაშა #1TVSPORT
პოლონეთის ექსტრაკლასაში გამართული მე-20 ტურის დასკვნითი შეხვედრები იმ გუნდებმა გამართეს, სადაც ქართველები ირიცხებიან, მაგრამ მოედანზე მხოლოდ ერთი მათგანი გავიდა.
ლუბინის „ზაგლემბიემ“ საკუთარ სტადიონზე კონკურენტი გლივიეს „პიასტი“ მიიღო და 0:2 დამარცხდა. თორნიკე გაფრინდაშვილი მასპინძელთა შორის 70-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გურამ გიორბელიძე ტრავმირებულია და გუნდს ვერ დაეხმარა.
ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ პოლონეთის ექსტრაკლასაში ერთ-ერთ ლიდერს, ვარშავის „ლეგიას“ გასვლაზე მნიშვნელოვანი ქულები წაართვა 2:2. საქართველოს ნაკრების მცველი განაცხადში არ იყო, რისი მიზეზიც ყვითელი ბარათების სიმრავლე იყო და თამაშის გამოტოვება მოუხდა.
ექსტრაკლასაში გამართული მე-20 ტურის შემდეგ, „კრაკოვია“ 29 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო ლუბინის „ზაგლემბიე“ გასავარდნ ზონაში, მე-16 ადგილზე დაქვეითდა და რთულ მდგომარეობაშია.