პოლონეთი აყალიბებს კოალიციას, რათა არ დაუშვას ტურნირებზე რუსი სპორტსმენების დაბრუნება #1TVSPORT
პოლონეთი აყალიბებს 36 ქვეყნისგან შემდგარ კოალიციას, რომელიც შეეწინააღმდეგება რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებას საერთაშორისო ტურნირებზე, – ამის შესახებ ქვეყნის სპორტის მინისტრმა, კამილ ბორტნიჩუკმა განაცხადა.
„ჩვენ ვიმყოფებით 36 ქვეყნის პოზიციის ფორმირების პროცესში. 15 მაისს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ვგეგმავთ დეკლარაციის მიღებას, რომელიც მკაფიოდ და მკვეთრად გამოვა რუსებისა და ბელარუსების საერთაშორისო არენაზე დაბრუნების წინააღმდეგ“, – განაცხადა ბორტნიჩუკმა.
შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს მისცა რეკომენდაცია, დაუშვან ტურნირებზე რუსები და ბელარუსები ნეიტრალური სპორტსმენების სტატუსით.