ალაბამას შტატის პოლიციამ დაადასტურა, რომ 19 წლის დაკარგული გოგოს, ანა ბლანჩარდის გვამი აღმოჩენილია.
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მძიმე წონითი კატეგორიის მებრძოლ ვოლტ ჰარისის შვილი 24 ოქტომბერს გაუჩინარდა. მას შემდეგ ანიას ამერიკის პოლიცია ეძებდა. შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს სამართალდამცავებმა სავარაუდო ბოროტმოქმედი, ანტვეინ ფიშერი დააკავეს. ანია ბლანჩარდის მამას, ვოლტ ჰერისს 7 დეკემბერს ვაშინგტონში ალისტერ ოვერიმის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ბრძოლიდან მოიხსნა.
შემთხვევას აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტი დანა ვაიტი საკუთარ ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა. ვაიტი აქტიურად ცდილობდა ვოლტ ჰარისისთის სამძებრო სამუშაოების დროს დახმარების გაწევას.