„პოლიტიკო“ - ივლისში ევროპის უდიდეს ქვეყნებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების მიწოდების ვალდებულება არ აუღიათ, აპრილის დასაწყისიდან ევროპის სამხედრო მხარდაჭერა მცირდება
ივლისში ევროპის ექვს დიდ ქვეყანას უკრაინისთვის ახალი შეიარაღების მიწოდების ვალდებულება არ აუღიათ, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ კილის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მხარდაჭერის მოცულობას ითვლის.
ამავე მონაცემების თანახმად, აპრილის დასაწყისიდან ევროპის სამხედრო მხარდაჭერა მცირდება.
კვლევა მოიცავს დიდი ბრიტანეთს, გერმანიას, ესპანეთს, იტალიასა და პოლონეთს.
როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, პანდემიის კრიზისის დროს გამოყოფილ თანხასთან შედარებით, ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერისთვის გამიზნული დაფინანსება ძალიან მცირეა.
„პოლიტიკოსთან“ საუბრისას ლატვიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა საფრანგეთი და გერმანია, მეტი უნდა გააკეთონ უკრაინისთვის.
ესტონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რიჰო ტერასი კი „პოლიტიკოსთან“ საუბარში ამბობს, რომ ევროპა უნდა გამოფხიზლდეს, რადგან, მისივე თქმით, მშვიდობა რუსეთის დამარცხებამდე არ დაისადგურებს.