პოლიციამ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო
პოლიციამ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ო.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო მიკროავტობუსის შემოწმების შედეგად, აღნიშნული ტრასპორტის სალონში დამალული, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.