SARUGBYMAG (სამხრეთ აფრიკის რაგბის გაზეთი) -ის მიხედვით პოლიციამ, საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის, ბერნარდ ლაპორტის მიმართ გამოძიების ფარგლებში, რაგბის კავშირის ოფისი გაჩხრიკა.
ბერნარდ ლაპორტი საჩივრების კომიტეტზე ზეწოლაშია ეჭვმიტანილი. ზეწოლის მიზანი “მონპელიეს” მიმართ სანქციების შემცირება იყო. კლუბის მფლობელი მოჰედ ალტრადია, რომელიც ამავდროულად კორპორაცია “ალტრად გრუპის” მფლობელიცაა.
სულ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ “ალტრად გრუპთან” ოცდათხუთმეტ მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
ლაპორტმა უარი განაცხადა გამოძიებასთან შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც მას 150 000 ევროს გადახდა მოუწევდა.