ბრიტანეთის პოლიციამ დაცვა მიუჩინა საფეხბურთო არბიტრს მაიკლ ოლივერს, რომელმაც სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო, – წერს სააგენტო AFP.
მუქარა უკავშირდება მსაჯის მუშაობას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში “რეალსა” და “იუვენტუსს” შორის. მატჩის ბოლოს, როცა “იუვენტუსი” 3:0-ს იგებდა, არბიტრმა ტურინელთა კარში პენალტი დანიშნა და მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა.
ამით ოლივერმა ხელი შეუწყო ტურნირიდან “იუვენტუსის” გავარდნას და ამის შემდეგ, მისი მისამართით მუქარის წერილები გავრცელდა. გარდა ამისა, ფანებისთვის ცნობილი გახდა მსაჯის მეუღლის ტელეფონის ნომერი და მუქარის ტალღმა მისი მისამართითაც წავიდა.
თავის განცხადებაში პოლიციამ დაადასტურა, რომ არბიტრს დაცვა მიუჩინა, აგრეთვე გააფრთხილა ყველა, რომ მუქარა სისხლის სამართლის დანაშაულია.