შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული კ. გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში, ბასრი საგნის გამოყენებით სახისა და ზურგის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მასთან მცხოვრებ ბიძას – 1955 წელს დაბადებულ თ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.