ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, ისინი დღეს ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 84 წლის ქალის ძარცვაში არიან ბრალდებულნი. ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.
მძარცველები 84 წლის ქალს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი განმარტებით, სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესაც ორი მამაკაცი გაზის ინკასატორად გაეცნო და სახლში მოტყუებით შეაღწია.
მოხუცის თქმით, მძარცველებმა ის სკამზე დააბეს და ძვირფასეულობა წაიღეს.
ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულის ზედაპირული დაზიანება აღენიშნება.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.