პოლიციამ არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული შ.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვან შვილს, 2008 წელს დაბადებულ შ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.