პოლ პოგბასთვის „ინტერიც“ იბრძოლებს
პოლ პოგბასთვის „ინტერიც“ იბრძოლებს

მილანის „ინტერი“ ჩაერთო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბასთვის ბრძოლაში, – იტყობინება Tuttosport.

წყაროს ცნობით, მილანელებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი ფრანგი ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლასთან.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ პოგბას მიმართ ინტერესს გამოთქვამენ მადრიდის „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“. ფეხბურთელის დაბრუნებას ტურინის „იუვენტუსიც“ ცდილობს .

პოგბას ამჟამინდელი ხელშეკრულება „იუნაიტედთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა შვიდი მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.