პოლ პოგბას ძმა ციხიდან გაუშვეს #1TVSPORT
პოლ პოგბას ძმა ციხიდან გაუშვეს #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ნახევარმცველის, პოლ პოგბას ძმა მატია პოგბა ციხიდან გამოუშვეს, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გაზეთ Le Parisien-ს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მატია პოგბა და კიდევ სამი სხვა ეჭვმიტანილი სექტემბერში დააპატიმრეს პოლ პოგბასთვის 13 მილიონი ევროს გამოძალვის მცდელობის გამო.

გათავისუფლების შემდეგ მატია ადმინისტრაციული ზედამხედველობის ქვეშ იქნება. მას აკრძალული აქვს კონტაქტი დედასთან, ძმასთან და საქმის სხვა ფიგურანტებთან. მას არ შეუძლია, დატოვოს ქვეყანა და ისარგებლოს სოციალური ქსელით.