პოლ პოგბამ დადებითი დოპინგ-ტესტი ჩააბარა #1TVSPORT
პოლ პოგბამ დადებითი დოპინგ-ტესტი ჩააბარა #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ დადებითი დოპინგ-სინჯი ჩააბარა სერია A-ს ახალი სეზონის პირველი ტურის შემდეგ, რომელშიც „იუვენტუსმა“ 3:0 დაამარცხა „უდინეზე“, – იტყობინება გაზეთი Daily Mail.

30 წლის ფრანგის ანალიზებში აღმოჩნდა ტესტოსტერონის ჰორმონის გადაჭარბებული დოზა. ეს პრეპარატი გამოიყენება კუნთის მასის გასაზრდელად და დატვირთვების შემდეგ სწრაფი აღდგენისთვის.

პოგბას მიმართ უკვე დაწყებულია გამოძიება: თუ დოპინგის მიღების ფაქტი დადასტურდება, ფეხბურთელს ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, ხოლო თუ აკრძალული პრეპარატი შეგნებულად გამოიყენა, დისკვალიფიკაციამ, შესაძლოა, ოთხი წელი შეადგინოს.