„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას დაბრუნებით მისი ყოფილი კლუბი, ტურინის „იუვენტუსი“ ინტერესდება. „ტუტოსპორტი“ (Tuttosport) წერს, რომ „ბებერი ქალბატონი“ ინგლისურ გრანდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მიმართავს.
საქმე ეხება არენდის წესით ფეხბურთელის გადაბირებას. წყარო ასევე იუწყება, რომ თუ ინგლისელებმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს, ტურინელები პოგბას ყიდვას უკვე ზაფხულში ეცდებიან.
მიმდინარე სეზონში პოლ პოგბამ „იუნაიტედში“ ყველა ტურნირზე ერთად 19 შეხვედრა ჩაატარა, საკუთარ აქტივს კი 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შემატა. ფრანგს „იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.