პოლ პოგბა „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას არ გამორიცხავს
პოლ პოგბა „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას არ გამორიცხავს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა მზად არის, „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდეს. ამ ინფორმაციას „ლე10სპორტი“ (Le10sport) ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელისთვის პრიორიტეტულ ვარიანტად „რეალ მადრიდი“ რჩება, თუმცა ის არც „პარიზულ გრანდში“ და არც „იუვენტუსში“ გადასვლას გამორიცხავს.

„იუნაიტედთან“ პოგბას კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, თუმცა ინგლისელებს უფლება აქვთ, რომ შეთანხმება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ.