„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ ილაპარაკა საკუთარ კერპზე – ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეზე, მუჰამედ ალიზე.
„მიმაჩნია, რომ ეს გახლდათ ადამიანი, რომელიც სხვების სიცოცხლის გადარჩენით იყო დაინტერესებული. გმირი – ის არის, ვინც სიცოცხლის გადარჩენით არის დაკავებული, ეხმარება ადამიანებს და ჩემი აზრით, ალი სწორედ ამას აკეთებდა.
მან ბევრი ადამიანი გადაარჩინა, მაგრამ არა იმით, რომ ისინი ცეცხლიდან გამოიყვანა, არამედ იმით, რომ კარგი მესიჯები ჰქონდა. ის ეხმარებოდა მსოფლიოს და სიმართლეს ლაპარაკობდა იმ დროს, როცა ამის გაკეთება არ შეეძლოთ ფერადკანიანებს.
ალი გამოდიოდა ფერადკანიანების სახელით და დაგვეხმარა ყველას დღეს თავისუფლება მოგვეპოვებინა. შემიძლია ვთქვა, რომ მისგან რაღაცეები ვისწავლე. მაგალითად ის, რომ თვითდაჯერებული უნდა იყო, უბრალოდ უნდა იყო ის, ვინც ხარ. მე ყოველთვის მაინტერესებდა მისი ისტორია“, – მოჰყავს პოგბას სიტყვები გაზეთ The Sun-ს.