პოლ პოგბა ახლოსაა, 2025 წლის იანვარში „მარსელში“ გადავიდეს #1TVSPORT
პოლ პოგბა ახლოსაა, 2025 წლის იანვარში „მარსელში“ გადავიდეს #1TVSPORT

საფეხბურთო ჟურნალისტის, მალიკ ტრაორეს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლ პოგბა ახლოსაა, კარიერა „მარსელში“ გააგრძელოს.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს დოპინგის გამოყენების გამო მიღებული ოთხწლიანი დიკვალიფიკაცია შეუმცირეს და ის მატჩებში მონაწილეობის მიღებას 2025 წლის მარტიდან შეძლებს.

ამჟამად პოგბას კონტრაქტი „იუვენტუსთან“ აკავშირებს და მხარეები მის შეწყვეტას განიხილავენ.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი „მარსელს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით პირველ იანვარს შეუერთდება და გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება იანვარშივე ექნება.