პოლ პირსი - იმ შემთხვევაში, თუ „ლეიკერსს“ დრაფტის პირველი ნომრის მოპოვების შანსი ექნება, მათ ლებრონი უნდა გაცვალონ
„ლეიკერსისთვის“ მიმდინარე სეზონი არსებითად დასრულებულია. ლოს ანჯელესური გუნდის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი პლეი ოფის მიღმა ბოლო 13 სეზონის შემდეგ პირველად დარჩა.
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ლეგენდარულმა მოთამაშემ პოლ პირსმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლეიკერსი შეძლებს და მოიპოვებს უფლებას დრაფტზე პირველ ნორმად განთესილი კალათბურთელი აიყვანოს, მათ ლებრონ ჯეიმსი სხვა გუნდში უნდა გაცვალონ.
შეგახსენებთ, რომ წელს დრაფტზე პირველ ნომრად სავარაუდოდ ზაიონ ვილიამსონი იქნება, რომელსაც კალათბურთში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
„თუ მათ მოახერხეს დრაფტის პირველი ნომრის მოპოვება, მათ აუცილებლად უნდა გაუშვან ლებრონი. ლებრონი სამი წელი ითამაშებს, ხოლო ზაიონი კი მინიმუმ 15“, – აღნიშნა პირსმა.