პოლ ჯორჯი ერთი თვე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
პოლ ჯორჯი ერთი თვე ვერ ითამაშებს #1TVSPORT

„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდი პოლ ჯორჯი მინიმუმ სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს ტრავმის გამო. ამის შესახებ „ტვიტერში“ დაწერა ESPN-ის ინსაიდერმა ედრიან ვოინაროვსკიმ.

წყაროს ცნობით, ჯორჯს ექიმებმა მარჯვენა იდაყვის მყესების გაწყვეტა დაუდგინეს.

მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის 26 მატჩში ჯორჯი საშუალოდ 24.7 ქულას, 7.1 მოხსნასა და 5.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს.