„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა „იუვენტუსის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და ტურინული გრანდი მის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს. როგორც ცნობილია, ფრანგ ვარსკვლავს არაერთი ტოპ კლუბი ეპატიჟება, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მაინც პოგბას მისაღები იქნება.
იტალიელი ჟურნალისტის, ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, ნახევარმცველს სწორედ „იუვენტუსში“ სურს დაბრუნება და კლუბმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მის გადასაყვანად. შეგახსენებთ, რომ პოგბა იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბიდან „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2016 წელს გადავიდა, სადაც 94 მატჩში 24 გოლის გატანა მოახერხა.